ბოლო განახლება: 15 ოქტომბერი, 2026
გვინდა, რომ ნაყიდით კმაყოფილი დარჩეთ. თუ რამე ისე არ არის, დაგვიკავშირდით და ერთად მოვაგვარებთ. ეს პოლიტიკა ეყრდნობა საქართველოს კანონს “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ”.
1. დაბრუნება 14 დღის განმავლობაში
- ონლაინ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება შეგიძლიათ მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე.
- პროდუქტი უნდა იყოს გამოუყენებელი, დაუზიანებელი, სრული კომპლექტაციით და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ორიგინალ შეფუთვაში.
- დაბრუნების სურვილის შესახებ შეგვატყობინეთ ტელეფონით ან WhatsApp-ით და მიუთითეთ შეკვეთის ნომერი.
2. რა არ ექვემდებარება დაბრუნებას
- ინდივიდუალური შეკვეთით, თქვენი ზომებით ან დიზაინით დამზადებული პროდუქტი (მაგალითად, ინდივიდუალური ბიზიბორდი, სახელით ან ლოგოთი დამზადებული ნივთი, სივრცის მოწყობა).
- პროდუქტი, რომელიც დაზიანდა მიღების შემდეგ არასწორი გამოყენების შედეგად.
3. დეფექტიანი ან დაზიანებული პროდუქტი
- თუ პროდუქტი დაზიანებული მიიღეთ ან აღმოაჩინეთ ქარხნული დეფექტი, დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ ფოტო.
- ასეთ შემთხვევაში, თქვენი არჩევანით, შეგიცვლით პროდუქტს, შევაკეთებთ ან დაგიბრუნებთ თანხას. მიწოდების ხარჯს ვფარავთ ჩვენ.
4. თანხის დაბრუნება
- თანხას ვაბრუნებთ დაბრუნებული პროდუქტის მიღებიდან და შემოწმებიდან 14 დღის განმავლობაში.
- ბარათით გადახდისას თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე. ბანკის მხრიდან ასახვას შეიძლება რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს.
- ნაღდი ანგარიშსწორებისას თანხას ვაბრუნებთ საბანკო გადარიცხვით, თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე.
- TBC განვადებით შეძენისას განვადება უქმდება TBC ბანკთან ერთად, ბანკის წესების მიხედვით. თანამონაწილეობის თანხას გიბრუნებთ ჩვენ.
- უხარვეზო პროდუქტის დაბრუნებისას მიწოდების ხარჯს ფარავს მყიდველი.
5. გაცვლა
უხარვეზო პროდუქტის სხვა პროდუქტზე გაცვლა შესაძლებელია იმავე 14 დღის განმავლობაში, თუ სასურველი პროდუქტი მარაგშია. ფასთა სხვაობას ვითვლით გაცვლისას.
6. კონტაქტი
ი/მ ეკა გოდერძიშვილი (საიდენტიფიკაციო კოდი 62007015317), მისამართი: თბილისი, ჩიტაიას 25
ტელეფონი: +995 591 94 05 22, ელ-ფოსტა: info@tinytoys.ge